30 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, ძირითადი ამოცანაა - პრემიერი

მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, ძირითადი ამოცანაა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გაიწერა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა.

"მზაობა, პირველ რიგში გუდაურში და ბაკურიანში სეზონისთვის - ეს არის ძირითადი ამოცანა, თავისი ყველა კომპონენტით. ინფრასტრუქტურულად სად ვართ, სანომრე ბაზით სად ვართ, სამედიცინო ნაწილში კატასტროფის მედიცინის ნაწილში სად ვართ, რას ველოდებით ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, ასევე გზები რა მდგომარეობაში გვაქვს. ყოველ წელს, ინფრასტრუქტურული პრობლემები არის ერთი და იგივე," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.  

"მოგვეცა მკაფიო დავალებები პრემიერისგან, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ეფექტურად წარვმართოთ ის სამუშაოები, რომლებსაც სხვადასხვა სტრუქტურები ერთობლივად ვახორციელებთ. მთავარი ამოცანაა, რომ სეზონს შევხვდეთ  მეტად მობილიზებულები, იმისთვის, რომ იყოს მაღალი ხარისხის მდგომარეობა ჩვენს ოთხივე კურორტზე," - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები