საფრანგეთში მეხუთე დღეა საყოველთაო გაფიცვა გრძელდება. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, მძღოლები და ე.წ. ყვითელჟილეტიანები აპროტესტებენ.
გაფიცვამ პარიზში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ამ დრომდე არ მუშაობს მეტროპოლიტენი და რკინიგზა.
ხვალისთვის საფრანგეთის პროფკავშირებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია დაანონსეს.