30 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
"ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე განიხილეთ, როგორც ევროსაბჭოს მოქალაქის დაკავება" - ექიმის ოჯახის წევრები

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ყველა ბერკეტი გამოიყენონ ექიმის გასათავისუფლებლად.

ოჯახი მხარეებს მიმართავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე განიხილონ, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქის უკანონო დაკავება. 

ექიმის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია დარღვეულია და გაფრინდაშვილის ახლობლებსაც არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან.

"გახმაურების დღიდან, ჩავრთეთ სახალხო დამცველის აპარატი და შემდეგ უკვე, საქართველოს იურისტთა ასოციაცია, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა კერძო იურისტის დაქირავება ჩრდილოეთ ოსეთიდან.  ამ ერთი თვის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, ეს იყო ჟენევის ფორმატის შეხვედრა ცხინვალში და მეორე - აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში," - განაცხადა გაფრინდაშვილის ოჯახმა.

 

დღის ამბები