ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომხდარის დროს თეთრ კუნძულზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. არიან დაკარგულები.
სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენია ჩართული. თეთრი კუნძული, რომელზეც ვულკანი მდებარეობს, ახალ ზელანდიაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.