30 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
კიბერშეტევა და 100 მილიონი დოლარის ზარალი - აშშ-მა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი სანქციები რუსეთს.

ამჯერად ვაშინგტონმა სანქციები 7 რუსული კომპანიისა და 17 ფიზიკური პირის მიმართ გააფართოვა. განცხადება შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გააკეთა. მიზეზი კიბერდანაშაულია.

როგორც გაირკვა, რუსი მაქსიმ იაკუბეცი საბანკო სფეროში ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებდა და ფინანსურ ინფორმაციებს უკანონოდ მოიპოვებდა.

საბანკო სექტორისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 100 მილიონ დოლარს აღემატება.

დღის ამბები