30 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ეს უნდა იყოს არა გერმანული ან ამერიკული, არამედ ქართული მოდელი - უკრაინის ელჩი

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა დაინტერესებულია იმით, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იყოს:

"ქართველი ხალხის გადასაწყვეტია გამონახონ ქართული მოდელი, ეს უნდა იყოს არა გერმანული ან ამერიკული, არამედ ქართული. რაც ჩვენ, დიპლომატებს და ელჩებს გვსურს ისაა, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იყოს, ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გაძლიერებისა და საქართველოს განვითარებისთვის. ყველა თქვენი პარტნიორი და მეგობარი მოვლენების ამგვარი განვითარებითაა დაინტერესებული," - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

დღის ამბები