შეტაკებები საფრანგეთში. ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო აქციაზე 800 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა. დემონსტრანტებმა ქუჩებში სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთის 30 ქალაქში მიმდინარეობს. გაფიცულები არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები - ისინი საპენსიო რეფორმას ეწინააღმდეგებიან.