30 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook გვერდზე სუს-ის მიერ გაგზავნილი უწყების ფოტო გამოაქვეყნა.

უწყებაში განმარტებულია, რომ ის გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული.

როგორც ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განმარტავს, მისი დაბარება გუშინდელ  Facebook სტატუსს უკავშირდება.

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ, 6 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნდა მივიდეს. 

დღის ამბები