30 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
კვამლში გახვეული ქალაქები, 400-ზე მეტი დამწვარი სახლი - ავსტრალიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

მეხანძრეები სიდნეიში ხანძარს ებრძვიან - "ევრონიუსის" ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი კვამლშია გახვეული.

ტყეში გაჩენილმა ხანძარმა  უკვე იმსხვერპლა 4 ადამიანი, განადგურდა 400-ზე მეტი სახლი. კერები ჯერ კიდევ ძლიერია ვიქტორიას, სამხრეთ ავსტრალიისა და ქუინსლენდის შტატებში.

მეხანძრეები მხოლოდ 1 შტატში ცეცხლის 140 კერას ებრძვიან. ძლიერი ქარი სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.

ყველაზე ძლიერი კი ხანძარი სიდნეიშია, სადაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სახანძრო სამსახურების ინფორმაციით, ქარის გამო დაკვამლიანება ქალაქში სულ უფრო ძლიერდება.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში ხშირად ჩნდება, თუმცა წელს სტიქია ჩვეულებრივზე ადრე, ნოემბერში დაიწყო.

დღის ამბები