30 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
"ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ოკუპაციის კანონის მიხედვით, ეს დასჯადია" - ჩარკვიანი ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე 

"ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ოკუპაციის კანონის მიხედვით, ეს დასჯადია," - თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებს.

"ლეგიტიმაცია უნდა იყოს ხალხიდან, როდესაც ოკუპანტთან მიდიხარ სასაუბროდ. ასე, მაპატიეთ ამ სიტყვაზე, სირბილი არ შეიძლება. რას ნიშნავს ვერ დავუშლით? ჩვენ ოკუპაციის კანონი გვაქვს, ძალიანაც დავუშლით. ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ოკუპაციის კანონის მიხედვით, ეს დასჯადია და სწორიც არის. განა დემოკრატია ნიშნავს, რომ ოკუპანტთან კოლაბორაციონისტი იყო და ჩუმი გარიგებები იყოს? ჩვენ ვიცით ისინი რაზე საუბრობენ?“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

დღის ამბები