NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს ბუკინგემის სასახლეში დედოფალმა ელისაბედ მეორემ უმასპინძლა. მიღებას პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილაც დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპიც იყვნენ.
ლონდონში ნატოს ლიდერების შეხვედრა იმართება, რომელიც NATO-ს დაარსებიდან 70-ე წლისთავს ეძღვნება.