ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. სტიქიის გამო ევაკუირებულია 300 000-ზე მეტი ადამიანი. გაუქმდა ასობით ავიარეისი და გადაიდო სპორტული ღონისძიებები. ძლიერმა შტორმმა წააქცია ხეები და დააზიანა შენობების სახურავები.
ტაიფუნი სახელად "კამური" სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ გადაადგილდება.