30 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში იმაზე მეტი ნატოა ვიდრე აქამდე ყოფილა - იენს სტოლტენბერგი 

საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან - ამის შესახებ განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აკეთებს. მისი თქმით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, ისევ ძალაშია. 

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ვადები ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა ნატოს მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ორ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანდნენ

"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ზუსტად განსაზღვრული თარიღი არ გვაქვს, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ ამ 2 ქვეყანას ალიანსში გაწევრიანდნენ. ამ ყველაფერს მოვახერხებთ ახალი რეფორმების განხორციელებითა და თავდაცვის სფეროსა და ინსტიტუტების მოდერნიზებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უკვე მეტი ნატოა, იმაზე მეტი ვიდრე აქამდე ყოფილა. ჩვენ გვაქვს საწვრთნელი ცენტრი, გვაქვს ახლო პოლიტიკური ურთიერთობები ახლო კონტაქტი გვაქვს ორივე სახელმწიფოსთან. იმისათვის, რომ ეს ქვეყნები ნატოს დაუახლოვდნენ ჩვენ მათთან ურთიერთობას ვაღრმავებთ, ეს კი კარგია როგორც უკრაინისთვის და საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის. რადგან ორივე სახელმწიფო ალიანსის მისიებში მონაწილეობს," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა ალიანსის მთავარი მიღწევა ბოლო წლებში, მისი აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებაა. 

"რა არის ნატოს მთავარი მიღწევა ბოლო წლებში? ეს არის ალიანსის გაძლიერება აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც ჩვენი და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 2014 წელს კი უკრაინაში," - აცხადებს ანჟეი დუდა. 

 

დღის ამბები