30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის შეწყალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 8 ნოემბერს შევიდა. ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ განმარტოს: 

ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.

აქვე, ადმინისტრაცია  აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად," - ნათქვამია განცხადებაში.   

 

დღის ამბები