30 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მცხოვრებლებს სამკურნალოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ პირებს, რომლებსაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა გააჩნიათ, სახელმწიფო საზღვრის სამკურნალოდ გადაკვეთის უფლება მისცა. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რესპუბლიკის უშიშროების საბჭოში შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნული საკითხის შესახებ იმსჯელეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის კვეთის ადგილის, "რაზდახანის" გავლით, ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცეთ.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება იმ მოქალაქეებს მიეცემათ, რომლებიც საჭირო სამედიცინო დახმარებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ იღებენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებს, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა არ გააჩნიათ, საპენსიო ფონდში დარეგისტრირებამდე პენსიის ასაღებად გარკვეული პირობები შეუქმნას.

დღის ამბები