30 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
25 000 ლარიანი ჯარიმა "ბანკი ქართუს" საქმეზე - სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა

რამდენიმე წუთის წინ "ქართუ" ბანკის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა. 

ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა. 

"ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

დღის ამბები