ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის, რაც მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი - მაგალითად ვიზალიბერალიზაციის თემა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემას არანაირი სანქცია არ შეეხება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები უნდა დააწესოს "ქართული ოცნების" ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
"გაუთავებლად გვესმის მუქარები, რომ მოხდება დასანქცირება და ა.შ. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის რაც მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგალითად ვიზალიბერალიზაციის თემა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემას არანაირი სანქცია არ შეეხება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ემსახურება მისი ქვეყნის ინტერესებს, თუ ამის გულისთვის მოხდება ვინმეს პერსონალური დასანქცირება, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, რომ ეს არ შეეხება მოსახლეობას. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ შესაბამისი სტრუქტურები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით, იქნება უსამართლო," - აცხადებს გიორგი კახიანი.