02 დეკემბერი 2024,   14:51
ვრცლად
"საქართველოში "ნაცმაიდანი" არ შედგა და არც არასდროს შედგება" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში "ნაცმაიდანი" არ შედგა და არც არასდროს შედგება.

როგორც პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მისი განმარტებით, საქართველოში რევოლუციური მოვლენები უცხოეთიდან ფინანსდება, თუმცა მმართველი გუნდი სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილდება.

"საქართველოში "ნაცმაიდანი" არ შედგა და არც არასდროს შედგება. ეს ყველაფერი გამოჩნდა, მათ შორის, წელს გაზაფხულის მოვლენების და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა გამოჩნდა ამ დღეებში. ხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა და უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რათა ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ წლის განმავლობაში 3 რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებით ხდებოდა.ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა და ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და რა თქმა უნდა სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილდებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
.

დღის ამბები