02 დეკემბერი 2024,   14:53
ვრცლად
სირიის არმიის ცნობით, დაიბრუნეს რამდენიმე ქალაქი, რომლებიც ამბოხებულებმა ბოლო დღეებში დაიკავეს

სირიაში, რუსულმა და სირიულმა ბომბდამშენებმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ჩრდილო-დასავლეთით დაბომბვა გააძლიერეს. სირიის არმიის განცხადებით, დაიბრუნეს რამდენიმე ქალაქი, რომლებიც ამბოხებულებმა ბოლო დღეებში დაიკავეს.

ოპოზიციის მიერ მართული სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა 25 ადამიანი. 27 ნოემბრის შემდეგ, თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 56-ს აჭარბებს, მათ შორის 20 ბავშვია.

სირიის არმია და მისი მოკავშირე რუსეთი აცხადებენ, რომ მათი სამიზნე მეამბოხეთა სტრატეგიული ობიექტები და თავშესაფრებია.

 

 

დღის ამბები