ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-ფლობასთან ერთად, ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევა ედებოდა ბრალად.
მისი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი "შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა".
შეგახსენებთ, მანამდე ჯო ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჰანტერ ბაიდენს არ შეიწყალებდა.
"იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღებდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
ბაიდენის შეწყალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა არჩეული პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა მის გადაწყვეტილებას "მართლმსაჯულების შეცდომა" უწოდა და 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად დაკავებულების შეწყალებისკენ მოუწოდა.