აშშ-ში, კაროლინას შტატში, Alpha Genesis-ის კვლევითი ცენტრიდან 40 მაიმუნი გაიქცა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაკეტონ სახლების კარ-ფანჯრები და ცხოველების ნახვის შემთხვევაში მოერიდონ მათ.
კომპანია Alpha Genesis-ის კლინიკური კვლევებით არის დაკავებული. ის აშშ-ის მაიმუნების ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი ცენტრია.