24 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა საუდის არაბეთში გამართულ საგზაო უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგზაო უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე ინფრასტრუქტურის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება საუდის არაბეთის დედაქალაქში იმართება.

კონფერენციაში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან. მსჯელობენ ჭკვიანი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების ახალ შესაძლებლობებზე.

დღის ამბები