24 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
თბილისში დღეს ვიქტორ ორბანს ელოდებიან

თბილისში დღეს ვიქტორ ორბანს ელოდებიან. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ შედგება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად,საქართველოში სამთავრობო დელეგაციაც ჩამოდის.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ვიზიტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ "ქართულ ოცნებაში".

დღის ამბები