ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3100 (99.646%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" ხმათა 54,086% აქვს (1 117 480 ხმა).
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს:
"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 10.923% (225 680 ხმა);
"ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა" – 10.122% (209 137 ხმა);
"ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8.781% (181 424 ხმა);
"გახარია საქართველოსთვის" – 7.761% (160 354 ხმა).