24 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41.62% შეადგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41.62% შეადგინა. საარჩევნო უბნებზე 145 4837 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, რომელიც 54.17%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში, 35.64% დაფიქსირდა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები