"ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან," - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში.
"საქართველო, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი, დღეის მდგომარეობით," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.