24 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა, მათ შორის, იყო “ევროპული სკოლა“, სადაც ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იმავე შინაარსის ზარი რამდენიმე სასწავლებელში განხორციელდა. ადგილზე გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები.

შეტყობინების შესვლისთანავე შესაბამისმა სამსახურებმა განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული საჭირო ღონისძიებები. სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება სასწავლო პროცესი.

დღის ამბები