ახალზელანდიელმა მეცნიერებმა "ზვიგენი–მოჩვენების" ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მახლობლად ოკეანის ღრმა წყლებში ბინადრობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ახალი ზელანდიის წყლისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა, ავსტრალიური ვიწრო "თევზი–აჩრდილი", ან Harriotta avia, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, Chatham Rise-ში, ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს.
აქამდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ "თევზი–მოჩვენება" გლობალურად განაწილებული ერთი სახეობის ნაწილი იყო, თუმცა მათ ახალი გენეტიკური და მორფოლოგიური განსხვავებები აღმოაჩინეს.
ღრმაწყლოვანი თევზი - "ზვიგენი–მოჩვენება", მეცნიერულად, ცნობილია, როგორც ქიმერა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზვიგენებთან და სკატებთან.