24 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
მას აქვს კონკრეტული ტერორისტული აქტი ჩადენილი, ასეთი ადამიანი როცა ბრუნდება კონსპირაციულად, ის ბრუნდება სპეციალური დავალებით, რომ მსგავსი ქმედება იქნას გამეორებული - ირაკლი ქადაგიშვილი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი "დღის კურიერის" ეთერში, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი პირის დაკავებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის შეფასებით, აღნიშნული პირის ქვეყანაში შემოპარვის მცდელობა შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ მსგავსი ქმედებები გამეორებულიყო, რაც ქვეყანაში ანტისახელისუფლებო განწყობებს გაზრდიდა.

"ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ტერორისტული აქტი ჩადენილი, კონკრეტული პოლიტიკური პირის წინააღმდეგ, გამიზნულად, იმისთვის, რომ ასეთი მკვლელობით გამოეწვიათ ანტისახელმწიფოებრივი ტალღის აგორება საქართველოში. ასეთი ადამიანი როდესაც ბრუნდება კონსპირაციულად, შემოპარვის კუთხით, ის ბრუნდება სპეციალური დავალებით, რომ ამდაგვარი (ეს არის ჩემი საფუძვლიანი ვარაუდი) ქმედება იქნას გამეორებული. სხვა ლოგიკა, როდესაც ადამიანი ძებნილია და მისჯილი აქვს, მის დაბრუნებას, თან ამ ფორმით, სხვა ახსნა არ აქვს. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა მინიშნებასავით გააკეთა, რომ ველოდებით კიდევ მცდელობას გარკვეული ტერორისტული ქმედების ჩადენისა, რაც თარგამაძესთან მიმართებაში იყო, რომ ამით მოსახლეობაში ანტისახელისუფლებო განწყობები გაზარდონ და თქვან, რომ ხელისუფლება აფეთქებს ვიღაცას. ეს სცენარი, როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. ჩვენ გავიხსენოთ სუს-ის გამოძიებაც, რომელიც სწორედ ამ პრევენციას ემსახურება, რომ ასეთი ტიპის დანაშაული არ მოხდეს საქართველოში, რომელიც მიმართული იქნება ხელისუფლების, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.

დღის ამბები