24 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
"ერთადერთი, ყველაზე სახიფათო არის რუსული საინფორმაციო ჩარევის მცდელობა" - ISFED-ის დირექტორი გივი მიქანაძეს განცხადებაზე

"სამართლიანი არჩევნების" დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიკერძოებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" შეფასებებს არ იზიარებს. ნინო დოლიძე აცხადებს, რომ დარღვევები, ამ დრომდე, ხელისუფლების მხრიდან იკვეთება, გარე ჩარევის მცდელობა კი მხოლოდ რუსეთიდან დაფიქსირდა.

"ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად და მიუკერძოებლად შევაფასოთ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ რაც გვქონდა, ეს იყო მმართველი პარტიის მხრიდან დარღვევებთან დაკავშირებით; მაგრამ რა ფაქტი გვქონდა ოპოზიციასთან დაკავშირებითაც - ესეც იყო. რაც შეეხება უცხოურ ჩარევას - ერთადერთი, ყველაზე სახიფათო არის რუსული საინფორმაციო ჩარევის მცდელობა. ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ რუსეთისგან მომართული, მათ შორის ვნახეთ "ფეისბუქის" კომპანიის, "მეტას" განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ქსელები ცდილობდნენ საქართველოს საინფორმაციო ველზე ზემოქმედებასა და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას. ამიტომ, ვფიქრობთ, გარე ჩარევის ერთადერთი საფრთხე არის რუსეთიდან მომდინარე," - აცხადებს ნინო დოლიძე.

ამავე თემაზე: უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები და სხვა წინასაარჩევნო დარღვევები გახშირდა - გივი მიქანაძე

 

დღის ამბები