24 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
64 წლის ქალს საკუთარი სახლის სამზარეულოში 5 მეტრიანი გველი დაესხა თავს - შემთხვევა ტაილანდში მოხდა

 

ტაილანდში, 64 წლის ქალს საკუთარი სახლის სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვის დროს 5 მეტრიანი პითონი დაესხა თავს და 2 საათის განმავლობაში ქალის გაგუდვას ცდილობდა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ასაკოვანი ქალი მეზობელმა გადაარჩინა, რომელმაც მის სახლთან ჩაიარა და ქალის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახა.

როგორც თვითონ დაზარალებულმა განმარტა, თავდასხმამდე გველი არ შეუმჩნევია. 64 წლის ქალის თქმით, გველმა თეძოზე უკბინა, რის შემდეგაც სხეულზე მჭიდროდ შემოეხვია და მის დახრჩობას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, სანამ პოლიციამ გველისგან არ გაათავისუფლა.

ექიმების განმარტებით, ქალი გველთან ჭიდილისგან დაუძლურებული იყო და სხეულზე ქვეწარმავლის ნაკბენი ეტყობოდა. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები