სასწრაფო გაფრთხილება Apple-ის მომხმარებლებს - iOS 18-ის განახლების ინსტალაცია რეკომენდებული არ არის, რადგან ახალი ვერსია გარკვეულ მოწყობილობებს ბლოკავს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
IPad-ის მომხმარებლები აცხადებენ, რომ ახალი IPad Pro Apple M4 ჩიპით ითიშება და მათი გადატვირთვა შეუძლებელია IPadOS 18-ის ინსტალაციის დაწყების შემდეგ.
სამწუხაროდ, ამ საკითხით დაზარალებულებს სხვა არჩევანი არ აქვთ გარდა იმისა, რომ დაზიანებული მოწყობილობა Apple-ის მაღაზიაში დააბრუნონ და შეცვალონ.
Apple-მა დაადასტურა, რომ განახლება გაუქმებულია IPad Pro მოდელებისთვის M4 ჩიპით, რადგან კომპანია ცდილობს გამოასწოროს მოულოდნელი ხარვეზი.