24 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას ამჯერად ღია მმართველობის ინდექსში გაუსწრო - ქვეყანამ საერთაშორისო რეიტინგში 41-ე ადგილი დაიკავა

საერთაშორისო რეიტინგში ასახულ პროგრესს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ სწორ რეფორმებს უკავშირებს. ახალი კვლევა მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ" გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა. შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით ქვეყანამ, 59 პროცენტი დაიმსახურა.

კვლევის შედეგების მიხედვით, 41-ე პოზიციაზე საქართველო ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად მოხვდა. მაჩვენებლებით ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს.

ახალ რეიტინგს საქართველოში არსებულ დემოკრატიულ მმართველობას უკავშირებენ ექსპერტები. ანალიტიკოსების განცხადებით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებას ყველა მიმართულებით უზრუნველყოფს.

ახალი რეიტინგი, რომელშიც საქართველოს პროგრესია ასახული, "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

დღის ამბები