24 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა დაასახელა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა დაასახელა. გაფართოების საკითხებში ევროკომისრად წარდგენილია მარტა კოსი, ის თანამდებობაზე ოივლერ ვარჰეის შეცვლის. ვარჰეი კი ჯანდაცვის ევროკომისარი იქნება. ჟოზეფ ბორელის ნაცვლად, ევროკავშირის პირველი დიპლომატის პოსტს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს.

იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი ირლანდიის ფინანსთა ყოფილი, მინისტრი მაიკლ მაკგრატია.

ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟიურნე ინდუსტრიულ სტრატეგიაზე იმუშავებს, სლოვაკეთის წარმომადგენელი მაროშ სეფკოვიჩი ევროპის სავაჭრო პოლიტიკას უხელმძღვანელებს.

შინაგან საქმეთა და მიგრაციის მიმართულებით, ფონ დერ ლაიენმა ავსტრიელი მაგნუს ბრუნერი წარადგინა, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის კომისრად კი ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი. ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ახალ კომისრად დანიელი დენ იორგენსენი დასახელდა. დეპუტატებთან ევროპარლამენტში ჯერ მოსმენა გაიმართება, რის მერეც კენჭისყრები ჩატარდება.

დღის ამბები