24 ნოემბერი 2024,   11:07
ვრცლად
ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა, პარალიმპიურ შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს - ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

დღის ამბები