24 ნოემბერი 2024,   11:07
ვრცლად
"ამნისტიის შესახებ" პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული "ამნისტიის შესახებ" პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ გააცნო.

კანონპროექტით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდება, მხოლოდ გარკვეული დათქმით. ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

ცვლილება ნარკოტიკულ დანაშაულსაც შეეხება. კერძოდ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელი ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით. საუბარია პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულზე. ათასი პატიმარი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრი შეუმცირდება.

ამნისტია არ შეეხება მძიმე დანაშაულს. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით ივლისში მიიღო.

დღის ამბები