24 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
28 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჩალიპირების დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 04:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ჩალისპირების დასახლების, ნატბეურების დასახლების, გიორგი ბრწყინვალის, დავით ბატონიშვილის, ფრედერიკ მონპერის, მაჭავარიანის, მაქს ტილკეს, ჰენრიკ ჰრინევსკის, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, ასმათის, მეფე არჩილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, გიორგი გეხტმანის, ხატაეთის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ერედვის, კასტელის, მარკო პოლოს, ავთანდილის, სტრაბონის, ლამბერტის, რაფიელ დანიბეგაშვილის, პეტრიწის, ფატმანის, მეფე მირიანის, ბაგრატ მესამეს, რაინეგსის, შმერლინგის, ბარონ დე ბაის, ცხაკაიას, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ნესტან-დარეჯანის, ვეფხისტყაოსნის, რამაზის, პაატა ჯანიაშვილის, ჭელიძის, კასტელის, სტივენის, პეტრე იბერის, დავარის, შერმადინის, ბერტა ფონ ზუტნერის, ტარიელის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, უსენის, ცამეტი ასურელი მამის, თინათინის, ოთხი ათასი მესხის და კლაპროთის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის, ეთერ ბოცვაძის, დისევის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები