24 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს - ნათია იოსელიანი

არჩევნები ოფიციალურად დანიშნულია. შესაბამის განკარგულებას დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი და 2024 წლის 26 ოქტომბერს გადარჩენის დღე უწოდა.

განკარგულებით დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება, რასაც უკვე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ცესკო აცხადებს, რომ პირველად ისტორიაში, უბნების 90 პროცენტში არჩევნები ელექტრონული გზით ჩატარდება.

"2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა,  26 ოქტომბერს, ამომრჩევლები 4 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. პირველად, საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას, ელექტრონული ტექნოლოგიების ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს. სულ გაიხსნება 3 030 საარჩევნო უბანი, მათგან 2 262  საარჩევნო უბანი იქნება ელექტრონული ხოლო 768 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ აერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, 2024 წლის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს, ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული ძირითადი დოკუმენტის პრინციპებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და გაუგზავნა პარტიებს, მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. კოდექსზე ხელმოწერა, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

დღის ამბები