24 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
განგაშის სიგნალის უწყვეტი ხმა და კიდევ ერთი უმძიმესი ღამე უკრაინისთვის - რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში ქვეყნის თითქმის მთელს ტერიტორიაზე მიიტანეს

განგაშის სიგნალის უწყვეტი ხმა და კიდევ ერთი უმძიმესი ღამე უკრაინისთვის - რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, 200-ზე მეტი რაკეტით და დრონით მიიტანეს. მიწასთან გასწორებულია სახლები და შენობები, ზიანი მიადგა ენერგო ობიექტებს. ადგილობრივების დიდ ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. პრეზიდენტი ზელენსკი მოსკოვს საპასუხო ზომებით ემუქრება.
 
კრივოი როგიში ოკუპანტების სამიზნე ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. რუსეთის სამხედრო ძალებმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქში შენობები გაანადგურეს. შედეგად დაიღუპა 3 ადგილობრივი. არიან დაშავებულები. მაშველები ადგილზე საათების განმავლობაში ეძებდნენ ნანგრევებში ჩარჩენილებს.

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა ზაპოროჟიესაც. დრონებით იერიშს აქაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. ოკუპანტებმა იერიში ოდესის მიმართულებითაც განახორციელეს.

უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან ეს ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. ინტენსიური იერიშების ფონზე, უკვე მეორე დღეა, რაც პოლონეთს ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის დრონის ნარჩენები პოლონეთის მიწაზე ეძებენ.

 

 

დღის ამბები