24 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
აღმოჩნდა, მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ - სად არიან ცნობილი  NDI და IRI, არ აინტერესებთ გრანტების და  დაფინანსების გამჭირვალობა? - ლევან ნიკოლეიშვილი 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას ეხმიანება, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ უზრუნველყოფილ იქნას მათ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რათა დაფინანსებული ღონისძიებები პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად არ იქნეს გამოყენებული.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ამ ქვეყნის ავის მოსურნეები პირდაპირ და დაუფარავად აპირებენ საარჩევნოდ ამ ქვეყნაში არეულობის შემოტანას და მერე რევოლუციაც ახლოს იქნება?!

“ანტიკორუფციული ბიუროს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ.: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა - გვარამია, მელია.“

ამ შემთხვევაში ჩნდება ძალიან მარტივი შეკითხვა იმ უცხოელი პოლიტიკოსების და ე.წ. მეგობრების მიმართ, რომელიც მკაცრად ითხოვენ საქართველოსგან მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რა პოზიცია აქვთ ასეთი უმსგავსობების მიმართ?
სად არიან ცნობილი NDI და IRI, მათ არ აინტერესებთ გრანტების და დაფინანსების გამჭირვალობა? ასე აპირებენ თავიანთი სადამკვირებლო მისიების შესრულებას?
როგორც ჩანს ამ ქვეყნის ავის მოსურნეები პირდაპირ და დაუფარავად აპირებენ საარჩევნოდ ამ ქვეყნაში არეულობის შემოტანას და მერე რევოლუციაც ახლოს იქნება?! ერთ დანამდვილებით ვიცი ამ ქვეყნის ბედს მისი ღირსეული ამომრჩეველი გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა ასეთი მავნებლობები არჩევნების წინ და მერეც ბევრი იქნება, რომელიც აუცილებლად კრახით დამთავრდება.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები