24 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური facebook-ზე წერს, საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია. 

"უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. მჯერა, სტუდენტობის პერიოდი თქვენთვის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეგობრების შეძენასთან ერთად, წარმატებული და საინტერესო იქნება.

საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მთავრობის სახელით, ამ გზაზე სრულ მხარდაჭერას გპირდებით.

გისურვებთ წარმატებებს და იმ ცოდნის დაუფლებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში", - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები