"ტელეგრამის" დამფუძნებლის, პაველ დუროვის კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებას, საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება. პაველ დუროვი შაბათს საფრანგეთში დააკავეს.
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კანონის აღსრულება სრულად, დამოუკიდებლად სასამართლოს გადასაწყვეტია.
"მე ვნახე ცრუ ინფორმაცია საფრანგეთის შესახებ პაველ დუროვის დაპატიმრების შემდეგ. საფრანგეთი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სულისკვეთების მტკიცედ ერთგულია და ეს ასე დარჩება. სახელმწიფოში, სადაც მოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპი, თავისუფლებები დაცულია სამართლის ფარგლებში, როგორც სოციალურ მედიაში, ისე რეალურ ცხოვრებაში, მოქალაქეების დასაცავად და მათი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისთვის. კანონის აღსრულება სრულად დამოუკიდებლად სასამართლოს გადასაწყვეტია. "ტელეგრამის" პრეზიდენტის დაკავება საფრანგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართლებრივი გამოძიების ფარგლებში მოხდა. ეს არანაირად არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს საკითხი მოსამართლეების გადასაწყვეტია," - წერია ემანუელ მაკრონის განცხადებაში.