რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა. უღელტეხილის ერთ-ერთ გვირაბში სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
როგორც "რუსთავი2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
უღელტეხილზე მოძრაობა შეუფერხებლად გრძელდება.