იაპონიაში, ჰოკაიდოს პრეფექტურის აეროპორტში, ჩასხდომის კარიბჭესთან მდებარე მაღაზიიდან მაკრატლის გაუჩინარების გამო, 36 ავიარეისი გაუქმდა და 201 გადაიდო. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად, აეროპორტში უსაფროების შემოწმების პროცესი 2 საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, ხოლო იმ მგზავრებს, რომლებსაც კონტროლის ზონა გავლილი ჰქონდათ, შემოწმების თავიდან გავლა მოუწიათ, რამაზ ავიარეისების მასიური შეფერხება გამოიწვია.
მაკრატელი მაღაზიის თანამშრომელმა მეორე დღეს იმავე ადგილას იპოვა, თუმცა აეროპორტმა მაკრატლის პოვნის შესახებ მოგვიანებით განაცხადა, რათა დაეზუსტებინა, ეს სწორედ დაკარგული მაკრატელი იყო თუ არა. აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, დროებითი შეზღუდვები სავარაუდო ტერაქტის თავიდან აცილების მიზნით შემოიღეს.
ახალი ტიტოსეს აეროპორტი მთავარი სატრანსპორტო ცენტრია, რომელიც 2022 წელს 15 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.