თურქეთში, მარმარისში, ტურისტული ვიზიტით ჩასული, რუსეთის 48 წლის მოქალაქე დაიკარგა. მიმდინარეობს სამძებრო - სამაშველო სამუშაოები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნატალია სომოვა თურქეთში 11 აგვისტოს ჩავიდა. 17 აგვისტოს, ქალი სასტუმროდან სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი გავიდა და მთიან რეგიონში სასეირნოდ გაემართა, რის შემდეგაც ის აღარ დაბრუნებულა.
მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნათესავებმა სასტუმროს და ტუროპერატორს მიმართეს.
პოლიციამ, სათვალთვალო კამერების მეშვეობით, გაარკვია, რომ 48 წლის ქალი მთიან რეგიონში, კარიანის ბილიკის ტერიტორიაზე სასეირნოდ წავიდა. ამჟამად მას მაშველები ძაღლების დახმარებით ეძებენ.