24 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

დიპლომატი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ პროგრესის მიღწევას ცდილობს.

ეგვიპტეში გამგზავრებამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, შემდეგ კი კატარში ჩავა. ომის დაწყების შემდეგ, ეს ბლინკენის მეცხრე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში.

 

დღის ამბები