24 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
მკვლელობა სამტრედიაში - მეზობლის სახლში შეპარულმა მამაკაცმა მეზობელი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა

მკვლელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში - მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.

მამაკაცი მეზობლის სახლში, სავარაუდოდ, ქურდობის მიზნით შევიდა, სახლის მეპატრონე ქალმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა სახლის პატრონს ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი2-ს" განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

დღის ამბები