"შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა" - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნდება, რომ ვერ შეძლებს მიზნის მიღწევას და უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, შეიძლება გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას უზრუნველყოფს.