უკრაინელები დღეს საჰაერო განგაშის სიგნალმა გააღვიძა- ქვეყნის მთელი ტერიტორიის მისამართით საოკუპაციო ძალამ 69 სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტა გაისროლა. პროცესში ჩართული იყო აგრესორის ავიაცია და ფლოტი. 54 საჰაერო სამიზნე უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. აფეთქებები იყო დედაქალაქის, დარნიცის რაიონში. დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის მოზარდი. მოსახლეობის 40% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ასევე მძიმე მდგომარეობაა კიევის ოლქშიც.
რუსულია არმიის მასშტაბური იერიშის შემდეგ დენი არც ლვოვში და ხარკოვშია. დაიბომბა ასევე სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქები. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაზიანდა რამდენიმე თბოსადგური, საჰაერო დარტყმის შემდეგ რუსეთის თავდავცვის სამინისტროს "ტელეგრამ" არხზე ცინიკური ფოტო აიტვირთა. წარწერით "კალიბრის რაკეტები არასდროს დამთავრდება".
უკრაინის გარკვეულ ოლქებს რუსული არმია ღამიდან უტევდა. ათობით ჭურვი აფეთქდა სუმის ოლქის 5 დასახლებაში, დაიბომბა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. არ წყდება იერიში ხერსონზე. ცეცხლი ოკუპანტებმა დაახლოებით 50-ჯერ გახსნეს. მძიმე მდგომარეობაშია 3 მშვიდობიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი.
მძიმე ბრძოლები გრძელდება ლიმანის და ბახმუტის ტერიტორიაზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ 800-ზე მეტი ოკუპანტი გაანეიტრალეს. განადგურებულია აგრესორის 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.