27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
მეგი ბაქრაძის საქმეზე, კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე, კლინიკის ექიმს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა. მედიკოს ვიოლეტა ინასარიძეს ედავებიან, რომ მან დაყოვნების ოთახი, სადაც მან მეგი ბაქრაძე აცრის შემდეგ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა, არასაპატიო მიზეზით დატოვა და შესაბამისი ზომები არ მიიღო.

ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძემ დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის.

ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

 

დღის ამბები